გაკვეთილის გეგმა და მისი კომპონენტები




მასწავლებელი:   ნაზიბროლა კვაჭანტირაძე
საგანი:   მუსიკა
კლასი:  V


დრო: 45 წთ.
გაკვეთილის თემა:,,ქართული ხალხური საკრავები
მოსწავლეთა პროფილი:  მოსწავლეთა რაოდენობა 4. არ მყავს სსსმ მოსწავლე.
გაკვეთილის მიზანი:

ქართული ხალხური მუსიკალური საკრავების ამოცნობა, როგორც ვიზუალურად ასევე ტემბრალურად. შეძლონ სხვადასხვა საკრავების ერთმანეთისგან განსხვავება და გაეცნონ საკრავის წარმოშობას.  შეძლონ საკრავების დასახელება კუთხეების მიხედვით.

ე.ს.გ.სტანდარტი: მუს.დაწყ.(II).7.

საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური შემოქმედებისთვის დამახასიათებელი მუსიკალური ენის ელემენტების განსხვავება

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
მოსწავლეებმა ცოტა  რამ  იცია ქართული ხალხური საკრავების  შესახებ, ანსხვავებენ ერთმანეთისაგან საკრავებს ჟღერადობით და ახდენენ  მათ დაჯგუფებას.
სასწავლო მასალა და რესურსები: სახელმძღვანელო,დაფა, ცარცი,  მაკრატელი,წებოვანი ლენტი,მარკერები, ფლირჩარტი, კომპიუტერი , პროექტორი.

შეფასება და თვითშეფასება:შეფასებას ვაწარმოებ  წინასწარ მომზადებული შეფასების რუბრიკებით, ვიყენებ   განმავითარებელ  შეფასებას. ( მოსწავლეთათვის ცნობილია შეფასების რუბრიკები)

A ფაზა    გამოწვევის ფაზა 
საორგანიზაციო საკითხები:მისალმება, გაკვეთილის მიზნებისა და შეფასების სქემების გაცნობა, მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა.(დრო-2 წთ)




        გაკვეთილის მსვლელობა:  
აქტივობა N1   წინარე ცოდნის შემოწმება/გააქტიურება’
კლასის ორგანიზების ფორმა:  საერთო საკლასო
დრო : 5წთ
აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა წინარე ცოდნის შემოწმება( გააქტიურება) ,მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება
აქტივობის აღწერა:  დაფაზე დიდი ფორმატის ქაღალდზე გამზადებულია ამგვარი ცხრილი. მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ და შესაბამის გრაფაში ჩაწერონ მუსიკალური საკრავები

დასარტყამი საკრავები


ჩასაბერი საკრავები


სიმებიანი საკრავები



B --ფაზა
აქტივობა    N 2აქტიური ლექცია-ახალი მასალის  ახსნა  /მოსწავლეთა ჩართულობით,  სლაიდ-შოუ  ,,ქართული ხალხური მუსიკალური საკრავები’’
კლასის ორგანიზების ფორმა:   საერთო საკლასო
დრო : 10 წთ
აქტივობის მიზანი: ახალი მასალის ახსნა, გააზრება
აქტივობის აღწერა:  ინტერაქტიული პრეზენტაციის საშუალებით მოსწავლეებს ვაწვდი (ვუხსნი)ახალ  მასალას. პროექტორის  გამოყენებით მოსწავლეებს ვაჩვენებ წინასწარ მომზადებულ სლაიდ- შოუს ,,ქართული ხალხური მუსიკალური საკრავები’’,  რათა უკეთ მოხდეს მოსწავლეთა მიერ თემის  გაგება/დასწავლა , მასალის დამახსოვრება (დამაგრება).  ამავდროულად დასასწავლი თემის  მიმართ  მოსწავლეთა მოტივაცია იზრდება.


აქტივობა N3   ქართულ ხალხურ საკრავებზე შესრულებული მელოდიების მოსმენა
კლასის ორგანიზების ფორმა:   საერთო საკლასო
დრო : 10 წთ
აქტივობის მიზანი: ახალი მასალის გაგება, გააზრება, დამაგრება
აქტივობის აღწერა:
ვასმენინებ ხალხურ საკრავებზე შესრულებულ მელოდიებს, მოსწავლეები ანსხვავებენ საკრავებს ჟღერადობის მიხედვით

C-ფაზა
აქტივობა N4გამოიცანი რომელი საკრავია?

კლასის ორგანიზების ფორმა:   ინდივიდუალური
დრო:   5წთ
აქტივობის მიზანი: ახალი საკრავების გაგება ,გააზრება დამახსოვრება/დამაგრება, 
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ვურიგებ წინასწარ გამზადებულ ტესტს ქართული ხალხური მუსიკალური საკრავების სურათებით სადაც უნდა მიაწერონ სახელწოდება და დააჯგუფონ ჯგუფების მიხედვით.

აქტივობა:N 5 ვიქტორინა.
კლასის ორგანიზების ფორმა:   საერთო საკლასო
დრო:   10 წთ
აქტივობის მიზანი: ახალი   თემის  დამახსოვრება/დამაგრება
აქტივობის აღწერა:   კომპიუტერის დახმარებით მოსწავლეები ავსებენ ვიქტორინას  ინტერნეტ საიტი  https://learningapps.org/display?v=pqjidfe6j17           https://learningapps.org/display?v=pxczrdgnv17 დახმარებით.

აქტივობა: N 6  საშინაო დავალების მიცემა  და  შეფასება
კლასის ორგანიზების ფორმა:  საერთო საკლასო
დრო:   3 წთ
აქტივობის მიზანი: დავალების მიცემა  ,შეფასება
აქტივობის აღწერა:ტექსტი„ქართული ხალხური საკრავები“ გვერდი 97 (დასასწავლად)



  

                                      გამჭოლი კომპეტენციები

----მედიაწიგნიერება  საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფლობის უნარი
----სემიოტიკური-ვერბალური და არავერბალური ინფორმაციის გააზრების უნარი
----სწავლის სწავლა-საკუთარი საქმიანობის დაგეგმვა
----სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია-კომუნიკაცია
----ეთიკა-ქცევის წესები
----შემოქმედებითი-უნარების ცოდნის ერთობლიობა. წარმოსახვა, ახალი ხედვა.

                           საშინაო დავალების , გაკვეთილზე ჩართულობის,      
                               ჯგუფური მუშაობისა და
                                უნარების ათვისების ხარისხის შეფასება     




კრიტერიუმები
არადამაკმაყოფილებელი
დამაკმაყოფილებელი
კარგი
ძალიან კარგი
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა
ვერ ავლენს საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას
ნაწილობრივ ავლენს ჩართულობას
კარგადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში
სრულად ავლენს საგაკვეთილოპროცესში ჩართულობას
თანამშრომლობითი და შემოქმედებითი უნარები(სოციალური უნარები)
არ თანამშრომლობს ან ძალიან იშვიათად თანამშრომლობს კლასელებთან ,არ სცემს პატივს სხვის აზრს,ვერ ავლენს შემოქმედებით უნარს
იშვიათად თანამშრომლობს ჯგუფში,  გამოხატავს პატივისცემას სხვების მიმართ,ავლენს შემოქმედებით უნარებს
ხშირად თანამშრომლობს ჯგუფში,გამოხატავს პატივისცემას სხვების მიმართ,ავლენს შემოქმედებით უნარებს
ყოველთვის თანამშრომლობს ჯგუფში,გამოხატავს პატივისცემას სხვების მიმართ,მრავალფეროვნად ავლენს შემოქმედებით უნარებს
მოტივაციის მახასიათებლები
არ არის მოტივირებული
ნაწილობრივ ავლენს მოტივაციას
კარგად არის მოტივირებული
სრულად ავლენს საგნისადმი/თემისადმი მოტივაციას
რესურსების გამოყენება
ვერ იყენებს სასწავლო რესურსებს
ნაწილობრივ იყენებს სასწავლო რესურსებს
კარგად იყენებს რესურსებს
მრავალფეროვნად იყენებს სასწავლო რესურსებს

Комментариев нет:

Отправить комментарий